ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასალის ქ. 9, თბილისი, ს/ი 0105, საქართველო

|

+ 0322439353

|

info@eastwestuni.ge

სტრატეგია

აღმოსავლეთ-დასავლეთ სასწავლო  უნივერსიტეტის  (შემდგომში - უნივერსიტეტი) საქმიანობა  ეფუძნება საგანმანათლებლო სივრცეში საყოველთაოდ აღიარებულ პინციპებსა და მიდგომებს: თანასწორობა და სამართლიანობა, გამჭვირვალობა და მიუკერძოებლობა,  პატივისცემა და თანამშრომლობა, განათლების ხარისხზე ორიენტაცია, აკადემიური თავისუფლება და პატიოსნება, შემოქმედებითობა პრობლემის გადაჭრისას, ეფექტიანობა, მრავალფეროვნება, პროფესიონალიზმი, საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულება, სოციალური ჩართულობა, და მათ  საკუთარი ორგანიზაციის საქმიანობის ქვაკუთხედად მიიჩნევს.

უნივერსიტეტის საქმიანობა ეფუძნება რა დეკლარირებულ  პრინციპებს და საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკას, მიზნად ისახავს  შექმნას ისეთი ტიპის დაწესებულება, რომელიც პასუხისმგებელია მის მიერ მომზადებული კადრების კვალიფიციურობაზე. ამისთვის ის უზრუნველყოფს ისეთი საუნივერსიტეტო გარემოს  შექმნას, სადაც  სტუდენტს მიეცემა შესაძლებლობა გაიფართოვოს თვალსაწიერი,  დახვეწოს და გააზიაროს ცოდნა, შეიძინოს და განავითაროს პროფესიული უნარები და ღირებულებები. უნივერსიტეტი აღიარებს განათლებაში სოციალურ განზომილებასა და ინტერნაციონალიზაციას და, შესაბამისად, ხელს უწყობს განათლების მიღების თანაბარ შესაძლებლობებს სტუდენტებისათვის მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან.

უნივერსიტეტს მიაჩნია, რომ ორგანიზაციის თანმიმდევრული განვითარებისათვის აუცილებელი ინდიკატორია - უნივერსიტეტის სტრატეგიის ფორმულირება. რომელშიც გაცხადებული იქნება უნივერსიტეტის მიდგომა და ხედვა რომელსაც ირჩევს დასახული მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად.

წინამდებარე სტრატეგია  შექმნილია იმისათვის, რომ უნივერსიტეტმა შეძლოს მის მიერ დასახული  მიზნის  გამჭვირვალედ და ეფექტურად განხორციელება. მასში ასახულია უნივერსიტეტის გრძელვადიანი მიზნები და ამოცანები, სამოქმედო კურსი, მიზნების მიღწევის გზები, შესრულებაზე პასუხისმგებელი პირი/პირები, დასახული მიზნების რეალიზების ვადები, საშუალებები და მისი მოსალოდნელი შედეგები.  წინამდებარე სტრატეგიული განვითარების გეგმიდან გამომდინარე მომზადებულია 3  წლიანი სამოქმედო გეგმა, რომელშიც აისახა  სამი წლის განმავლობაში დეკლარირებული მიზნებისა და ამოცანების რეალიზებისათვის დაგეგმილი კონკრეტული აქტივობები.

სტრატეგიული  დაგეგმვა  განგრძობადი,  დინამიკური  ციკლია,  რომელიც  უნივერსიტეტისგან პერიოდულად მოითხოვს პროგრესის შეფასებას, ინფორმაციის ანალიზს, პრიორიტეტების რევიზიას, ახალი  პრიორიტეტების  განსაზღვრას  და  სტრატეგიული  ამოცანების განხორციელებაზე თვალყურის დევნებას. ინსტიტუციის განვითარებისა  და მდგრადობისათვის გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს სტრატეგიული დაგეგმვის პროცესი და მისი შინაარსი.

სტრატეგიაში  ასახულია უნივერსიტეტის   შესახებ ინფორმაცია,  მისია, ხედვა, ღირებულებები, შიდა და გარე ფაქტორების, ჩართული პირების ანალიზი (SWOT მეთოდის გამოყენებით), მისი შედეგების საფუძველზე ჩამოყალიბებული სტრატეგიული მიზნები და ამოცანები. სტრატეგიაში ასევე წარმოდგენილია გეგმის მონიტორინგის მექანიზმები.


სტრატეგიული განვითარების გეგმა (სრულად)