ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასალის ქ. 9, თბილისი, ს/ი 0105, საქართველო

|

+ 0322439353

|

info@eastwestuni.ge

პროგრამები

ამჟამად უნივერსიტეტი გეგმავს ორი პროგრამის განხორციელებას: დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი ქართულენოვანი საგანმანათლებლო პროგრამა და დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამა.

პროგრამების  მიზანია კონკურენტუნარიანი და კვალიფიციური კადრების აღზრდა, რომ მათ შეძლონ შემდგომი პროფესიული განვითარება. სასწავლო კურიკულუმის ინტეგრაციული სტრუქტურა მიზნად ისახავს კურსდამთავრებულისთვის მედიცინის საფუძვლის შექმნას, რომ მათ შეძლონ რეზიდენტურაში სწავლის გაგრძელება, პროფესიული მომზადება, პედაგოგიური ან/და კვლევითი მოღვაწეობა და ა.შ. პროგრამა უზრუნველყოფს:

  • შესაბამისობის დაცვას როგორც ეროვნული, ისე საერთაშორისო ჯანდაცვის სისტემების მოთხოვნებისა და შესაძლებლობებს შორის.
  • კადრების მომზადებას უახლესი საინფორმაციო და სასწავლო ტექნოლოგიების გამოყენებით, მათი ტექნოლოგიური წინსვლის შესაბამისი თეორიული ცოდნითა და სამედიცინო პრაქტიკული საქმიანობისთვის საჭირო საფუძვლების აღჭურვას.

პროგრამა მიზნად ისახავს კურსდამთავრებულებს სამედიცინო პრაქტიკული საქმიანობისათვის აუცილებელი ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კომპეტენციების გამომუშავებას, რაც თავის მხრივ გულისხმობს დარგის თეორიული ცოდნასა და უნარ-ჩვევების ფლობას, რათა კურსდამთავრებულებს გამოუმუშავდეთ ზოგადი კლინიკური უნარები; კანონით და ჰუმანიზმის პრინციპებით გათვალისწინებული ნორმების მუშაობის უნარი; პაციენტების პატივისცემა, მათი ინტერესების გათვალისწინების უნარი მიუხედავად მისი სოციალური, კულტურული, რელიგიური და ეთნიკური კუთვნილებისა და პროფესიული ეთიკის ფარგლებში მუშაობა; ასევე კურსდამთავრებული უნდა ფლობდეს უნარს სამედიცინო ინფორმაციის მოპოვების, კრიტიკულად შეფასების, გამოყენების უნარი კლინიკური პრობლემების გადასაწყვეტად და პრაქტიკული საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით.

დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა