ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასალის ქ. 9, თბილისი, ს/ი 0105, საქართველო

|

+ 0322439353

|

info@eastwestuni.ge

რატომ EastWestUni

საქართველოში უმაღლესი სამედიცინო განათლების ტრადიცია უკვე ას წელს ითვლის. თბილისში შეძენილი ცოდნით, მსოფლიოს სამედიცინო-სამეცნიერო რუკაზე არაერთი სახელოვანი გვარია დაფიქსირებული. „აღმოსავლეთ-დასავლეთ სასწავლო უნივერსიტეტის“ მედიცინის სკოლა სწორედ ამ ტრადიციების გამგრძელებელი სასწავლო ცენტრია.

  • „აღმოსავლეთ-დასავლეთ სასწავლო უნივერსიტეტი“ არის უმაღლესი სასწავლო დაწესებულება, რომელიც ამ ეტაპზე სამედიცინო და ჯანდაცვის მეცნიერებებს ემსახურება.
  • უნივერსიტეტი გეგმავს განახორციელოს დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიან პროგრამა, რაც ამჟამად საკმაოდ მოთხოვნადია მსოფლიოს მაშტაბით. აღნიშნული პროგრამა შემუშავებულია უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის და დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის სამედიცინო განათლების ცენტრის წარმომადგენლების მიერ. აღნიშნული სამედიცინო განათლების ცენტრი შეიქმნა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ტემპუსის (ამჟამად ერაზმუს+)-ის პროექტის ფარგლებში და მისი მიზანია სამედიცინო განათლებაში არსებული საერთაშორისო პრაქტიკის საქართველოში დამკვიდრება. პროგრამაზე მომუშავე ჯგუფმა არსებითად გაითვალისწინა საერთაშორისო პრაქტიკაში არსებული მიდგომები და სამედიცინო განათლებაში მიღებული გამოცდილება, რომელთა შეჯერების შედეგად შეიქმნა აღნიშნული პროგრამა.
  • ჩვენს სტუდენტებს ცოდნის ასამაღლებლად ყველა საჭირო კომფორტი აქვს შექმნილი; საუნივერსიტეტო კლინიკები, უნივერსიტეტის შენობა-ნაგებობა, გამწავანებული ეზო, ტერასა, ადგილმდებარეობა, ბიბლიოთეკა და ა.შ
  • ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის სახელმძღვანელოები ხელმისაწვდომია ბიბლიოთეკის მეშვეობით როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული სახით.
  • უნივერსიტეტი სრულად აღჭურვილია თანამედროვე აპარატურითა და ინვენტარით.
  • უნივერსიტეტის შენობა და გარე ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.
  • უნივერსიტეტის მედიცინის სკოლა  აერთიანებს ინტერაქტიული სწავლების მოდელს, რომელიც ითვალისწინებს აკადემიური სასწავლო პროცესის და პრაქტიკული სამედიცინო საქმიანობის მჭიდრო კავშირს.
  • უნივერსიტეტი გთავაზობთ კურსდამთავრებულთა საერთაშორისო კარიერული ზრდის შესაძლებლობებს.
  • როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ კურსებს წარმართავენ დიდი გამოცდილების მქონე მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, რომლებიც პედაგოგიურ მოღვაწეობასთან ერთად სხვადასხვა კვლევით თუ პროფესიულ საქმიანობაში არიან ჩართულნი. ეს იმას ნიშნავს, რომ მედიცინის სკოლის  სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ, თავად მიიღონ მონაწილეობა ახალი მეთოდოლოგიის შემუშავებასა და არსებული მეთოდოლოგიის დახვეწაში.
  • უნივერსიტეტის სასწავლო კორპუსები და საუნივერსიტეტო კლინიკები განლაგებულია საქართველოს დედაქალაქ თბილისში, ქალაქის ცენტრალურ რაიონებში.