ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასალის ქ. 9, თბილისი, ს/ი 0105, საქართველო

|

+ 0322439353

|

info@eastwestuni.ge

ინფრასტრუქტურა

კორპუსი A

ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკა

ალექსანდრე ალადაშვილის სახ. კლინიკა 1880 წლიდან ფუნქციონირებს, ერთ-ერთი უძველესი და ტრადიციული სამედიცინო დაწესებულებაა საქართველოში, რომელიც თანამედროვეობას და ახალ ტექნოლოგიებს ყოველთვის მხარდამხარ მისდევს.

კლინიკის სლოგანია ტრადიციიდან ინოვაციებისაკენ. კლინიკაში ქვეყნის წამყვან მედიკოსთა გუნდი მოღვაწეობს. კლინიკა მაღალტექნოლოგიური, ულტრათანამედროვე აპარატურით არის აღჭურვილი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მკურნალობის მეთოდით ემსახურება ადგილობრივ და უცხოელ პაციენტებს.

კლინიკაში განთავსებულია უნივესიტეტის სასწავლო აუდიტორიები და მისი მატერიალური რესურსები ინტენსიურად გამოიყენება სასწავლო პროცესში.

საავადმყოფოს შენობა ქალაქის ცენტრში მდებარეობს და ისტორიულ-კულტურული ძეგლების ნუსხაშია შეტანილი.

ფოტო მასალა

   

კორპუსი B

თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი

ქალაქ თბილისის ისტორია გოგირდოვანი წყლებით იწყება, ამ წყლებს საუკუნეების განმავლობაში დღემდე ხალხი სამკურნალოდ იყენებს. ბალნეოლოგიური კურორტის შენობა სწორედ იმ ადგილას მდებარეობს, სადაც, თქმულების მიხედვით, მეფე ვახტანგ გორგასალს ქალაქის გაშენების იდეა ეწვია (მე-5 საუკუნე), როცა მან ნადირობისას თბილი წყლები აღმოაჩინა. სახელწოდება თბილისი, წარმოსდგება სიტყვიდან „თბილი“.

თბილ, გოგირდოვან წყლებზე გაშენებული ბალნეოლოგიური კურორტი, როგორც სამედიცინო დაწესებულება, 1938 წლიდან ფუნქციონირებს. აქ მოღვაწე ექიმები ტრადიციულად წარმოადგენენ სამედიცინო საზოგადოების ელიტას. ბალნეოლოგიურ კურორტს მსოფლიოში ძალიან ცოტა ანალოგი მოეპოვება. მსგავსი პროფილის სამედიცინო-სამკურნალო დაწესებულება მოქმედებს უნგრეთში (ბუდაპეშტი), ჩეხეთში (კარლოვი ვარი) და გერმანიაში (ბადენ-ბადენი).

ცენტრში დანერგილია უნიკალური მკურნალობის მეთოდები, ძირითადი მიმართულებებია: რეაბილიტაცია და ფიზიოთერაპია. შენობაში განლაგებულია კომფორტული სალექციო და სასემინარო აუდიტორიები, ბიბლიოთეკა და ადმინისტრაციული პერსონალის სამუშაო სივრცე. სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის მოქმედებს კვების ობიექტი. კურორტი აღჭურვილია ულტრათანამედროვე აპარატურითა და ლაბორატორიებით.

ბალნეოლოგიური კურორტის შენობა ქალაქის შუაგულში, ცენტრალურ ადგილას (აბანოთუბანი) მდებარეობს და მას კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი აქვს მინიჭებული.

ფოტო მასალა

   

კორპუსი C

მოზაიკა

მოზაიკა თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში არსებული მრავალფუნქციური კომპლექსია. სტუდენტებს ლექციები, სემინარები და კონფერენციები მოზაიკის შენობის კონგრესჰოლში ჩაუტარდებათ, რომელიც ექვსასამდე სტუმარს იტევს. მოზაიკის ეზო ორი ჰექტარი ფართის მქონე რეკრეაციული ზონაა (ვარდების ბაღი), რომელიც უზრუნველყოფილია უფასო ინტერნეტით (wi-fi), საკვები ობიექტებითა და ჯანსაღი, მშვიდი გარემოთი, რაც იდეალური სამუშაო სივრცე იქნება ჩვენი სტუდენტებისთვის.

ფოტო მასალა