ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასალის ქ. 9, თბილისი, ს/ი 0105, საქართველო

|

+ 0322439353

|

info@eastwestuni.ge

მიმართვა

მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ უნივერსიტეტმა დაასრულა მოსამზადებელი სამუშაოები და მომავალი წლის სექტემბრიდან აპირებს სასწავლო პროცესის დაწყებას. 

 

ვფიქრობთ, რომ ახლადშექმნილი უნივერსიტეტისთვის ჯერ ადრეა მნიშვნელოვან მიღწევებზე საუბარი, მაგრამ მიგვაჩნია, რომ შრომა, რომელიც გავწიეთ უნივერსიტეტის შესაქმნელად, დადასტურებაა იმისა, რომ ჩვენს გუნდს აქვს ნებისმიერი დაბრკოლების ღირსეულად გადალახვის უნარი. 

 

უნივერსიტეტის სლოგანია - “გაუწიე ღირსეული კონკურენცია პროფესიონალებს”. ვაცნობიერებთ, რომ სპეციალისტის პროფესიონალიზმს წარმოაჩენს დრო, თუმცა ვთვლით, რომ ჩვენს უნივერსიტეტში ყველა პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ პედაგოგების პროფესიონალიზმი მისაბაძი გახდეს სტუდენტებისათვის და მათი დიპლომისშემდგომი საქმიანობის თანამგზავრი იყოს მუდმივი სწრაფვა პროფესიული სრულყოფისაკენ. 

 

გვეამაყება, რომ გვეძლევა საშუალება, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ სტუდენტებს, ქართველ სტუდენტებთან ერთად, გავაცნოთ საქართველოში არსებული სამეცნიერო სკოლების მიღწევები. იმედი გვაქვს, რომ უნივერსიტეტი შეიტანს თავის წვლილს საზოგადოდ მეცნიერების განვითარების საქმეში. მზად ვართ, ხელი გავუწოდოთ კოლეგებს, ვინც მოისურვებს ჩვენთან რაიმე ფორმით თანამშრომლობას. მზად ვართ, ვასწავლოთ ყველას, ვინც მოისურვებს ჩვენთან სწავლას. ამასთან, ვაცხადებთ, რომ ყოველი ნაბიჯი გადადგმული იქნება აკადემიური სტანდარტების პატივისცემით და განუხრელი დაცვით. 

 

ჩვენი გუნდი ელოდება თქვენთან შეხვედრას ჩვენს უნივერსიტეტში! კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!