ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასალის ქ. 9, თბილისი, ს/ი 0105, საქართველო

|

+ 0322439353

|

info@eastwestuni.ge

ადმინისტრაციული ვაკანსია

შპს აღმოსავლეთ-დასავლეთ სასწავლო უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიებს შემდეგ ადმინისტრაციულ თანამდებობებზე:

  • დეკანის თანაშემწე;
  • ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მენეჯერი;
  • სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერი;
  • ინფორმაციული ტექნოლოგიების მართვის მენეჯერი;
  • საქმის წარმოების მენეჯერი;
  • ბიბლიოთეკარი;
  • იურიდიული სამსახურის მენეჯერი;
  • ფინანსური მენეჯერი.

კანდიდატებისთვის დადგენილია შემდეგი აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და კომპეტენციები:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია, ჰქონდეს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხი);
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • სწავლების უმაღლესი განათლების საფეხურის მარეგულირებელი საკვანძო ნორმატიული ბაზის ცოდნა;
  • უმაღლესი განათლების სისტემაში მუშაობის გამოცდილება (სასურველია).

კანდიდატმა ელექტრონული ფორმით უნდა წარმოადგინოს:

ა) რეზიუმე (CV);

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის/დიპლომების ასლები.

 

საკონკურსო განცხადებების მიღება იწარმოებს 2019 წლის 21 მარტიდან 28 მარტის ჩათვლით. დაინტერესებულმა პირებმა შესაბამისი დოკუმენტაცია უნდა გაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@eastwestuni.ge. წერილის Subject ველში მითითებული უნდა იქნას შესაბამისი ვაკანტური ადმინისტრაციული თანამდებობის დასახელება.

კონკურსი წარიმართოს კონკურსი წარიმართება ორ ეტაპად:

  • წარმოდგენილი დოკუმენტების განხილვა;
  • გასაუბრება - კონკურსანტები, რომლებიც წარმატებით გაივლიან პირველ ეტაპს, გაივლიან გასაუბრებას შესაბამის კომისიასთან;

კონკურსის პირველ ეტაპზე შერჩეულ კანდიდატებს ინფორმაცია ეცნობებათ ინდივიდუალურად. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

ვაკანტური ადმინისტრაციული თანამდებობების სამუშაო აღწერილობები:

დეკანის თანაშემწე

დეკანის თანაშემწის ძირითადი მოვალეობაა დეკანის დახმარება მისი საქმიანობის ეფექტიანად წარმართვისათვის. ამ მიზნით დეკანის თანაშემწე:

  • გეგმავს სკოლის სასწავლო პროცესს და ათანხმებს გეგმას დეკანთან;
  • გეგმავს სტუდენტური კონფერენციებსა და სხვაღონისძიებებს, ორგანიზებას უწევს მათ ეფექტიანად ჩატარებას;
  • დეკანის დავალებით ურთიერთობს მოწვეულ პედაგოგებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან;
  • აწარმოებს სტუდენტთა აკადემიური და ფინანსური დავალიანებების მონიტორინგს;
  • ახდენს ფაკულტეტის სასწავლო საქმიანობასთან დაკავშირებული კორესპონდენციის წარმოებას,  შესაბამისი პასუხებისა და ბრძანებების პროექტების მომზადებას;
  • ახდენს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩარიცხულ ახალ სტუდენტთა რეგისტრაციისა და დოკუმენტების გაფორმების პროცესების და  სწავლების შესაბამისი პროგრამების საფეხურზე სტუდენტთა სიის მართვის  უზრუნველყოფას;
  • დეკანის დავალებით მონაწილეობს ფაკულტეტზე მიმდინარე სხვა საქმიანობების განხორციელებაში.

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მენეჯერი

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მენეჯერის ძირითადი მოვალეობებია:

  • ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მიერ ჩასატარებელი კვლევის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში ჩართულობა.
  • კითხვარების შემუშავება, გამოკითხვის პროცედურების დაგეგმვა და ადმინისტრირება.
  • მონაცემების დამუშავება და შედეგების იდენტიფიცირება, კვლევის შედეგების შეჯამების პროცესში მონაწილეობა.
  • ფოკუს ჯგუფების ფასილიტაცია/ასისტენტობა. კვლევის ანგარიშების მომზადებაში მონაწილეობა.

სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერი

სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის მენეჯერის ძირითადი მოვალეობებია:

  • სტუდენტების რეგისტრაცია, მათი სასწავლო პროცესებში ორიენტირება;
  • გამოცდების ადმინისტრირება;
  • სასწავლო პროცესების შემუშავების უზრუნველყოფა და პროცესის გამართულობის ხელშეწყობა;
  • ლექტორებისა და სტუდენტების ინფორმირება უნივერსიტეტის სასწავლო და ადმინისტრაციული სიახლეების შესახებ;
  • სტუდენტური აქტივობების ხელშეწყობა;
  • შემოსული სატელეფონო ზარების პასუხი და საჭიროებისამებრ გადამისამართება.

ინფორმაციული ტექნოლოგიების მართვის მენეჯერი

ინფორმაციული ტექნოლოგიების მართვის მენეჯერი უზრუნველყოფს:

  • კომპიუტერული ტექნიკის და ქსელის გამართულად მუშაობას;
  • დაზიანებული კომპიუტერული ტექნიკის და ქსელის ადგილზე შეკეთებას ან შესაბამისი სპეციალისტის გამოძახებას მის შესაკეთებლად;
  • კომპიუტერული ტექნიკის და ქსელის უსაფრთხოების მუდმივ მონიტორინგს;
  • უნივერსიტეტის თანამშრომელთა და სტუდენტთა ტექნიკურ დახმარებას კომპიუტერული ტექნიკის ექსპლოატაციისას წარმოქმნილი სირთულეების შემთხვევაში.

საქმის წარმოების მენეჯერი

საქმის წარმოების  მენეჯერიის ძირითადი მოვალეობებია:

  • უნივერსიტეტის დოკუმენტბრუნვის უზრუნველყოფა:
  • შემოსული და გასული დოკუმენტაციის აღრიცხვა და შემსრულებელზე დელეგირება;
  • უნივერსიტეტში შექმნილი დოკუმენტების დამუშავება და ადრესატამდე მიწოდება.

ბიბლიოთეკის მენეჯერი

ბიბლიოთეკის მენეჯერის ძირითადი მოვალეობებია

  • წარმართოს ბიბლიოთეკის საქმიანობა: საბიბლიოთეკო ფონდის კატალოგიზაცია-კლასიფიკაციის უზრუნველყოფა; საბიბლიოთეკო ფონდების მონაცემთა ბაზების შექმნა;
  • დაადგინოს შესაძენი/განსაახლებელი ფონდების ნუსხა და წარუდგინოს ადმინისტრაციას;
  • საზღვარგარეთის საბიბლიოთეკო ფონდების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
  • სხვა ქვეყნის, მათ შორის, საბიბლიოთეკო ორგანიზაციებთან და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან აგრეთვე საქართველოში მოქმედ ფონდებთან, საელჩოებთან და სხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
  • აკონტროლოს ბიბლიოთეკარების საქმიანობა
  • იზრუნოს საბიბლიოთეკო კადრების კვალიფიკაციის ამაღლებისათვის;

იურიდიული სამსახურის მენეჯერი

იურიდიული სამსახურის მენეჯერის ამოცანაა, მონაწილეობა მიიღოს უნივერსიტეტში შიდა სამუშაო პროცესების სამართლებრივ ჩარჩოებში მიმდინარეობის უზრუნველყოფაში. ამ მიზნით სამსახურის მენეჯერი:

  1. თვალს ადევნებს სიახლეებს საქართველოს კანონმდებლობაში და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში, აანალიზებს მათ შინაარსს და უნივერსიტეტთან მათი რელევანტურობის შემთხვევაში აცნობებს ამის შესახებ იურიდიული სამსახურის უფროსს;
  2. ამზადებს უნივერსიტეტის ფარგლებში შესაბამის დოკუმენტებს და უზრუნველყოფს მათ შესაბამისობას კანონმდებლობასა და უნივერსიტეტის მიზნებთან;
  3. ამზადებს სხვა ფიზიკურ თუ იურიდიულ პირთან დასადები ხელშეკრულების ტექსტს და აწვდის იურიდიული სამსახურის უფროსს.

ფინანსური მენეჯერი

ფინანსური მენეჯერის ამოცანაა უნივერსიტეტის ფინანსური საქმიანობის დაგეგმვაში და მისი განხორციელების უზრუნველყოფაში მონაწილეობა. ამ მიზნით ფინანსური მენეჯერი:

  1. მონაწილეობს უნივერსიტეტის ბიუჯეტის პროექტის შემუშავებაში საფინანსო და მატერიალური რესურსების მართვის სამსახურის უფროსსის ხელმძღვანელობით;
  2. უნივერსიტეტის ბიუჯეტის შესაბამისად აკონტროლებს ფინანსური ნაკადების შესაბამისი დანიშნულებით წარმართვას;
  3. აანალიზებს უნივერსიტეტის ბიუჯეტის ცალკეული პუნქტების შესრულების მიმდინარეობას და თავის მოსაზრებებს წერილობით მოახსენებს საფინანსო და მატერიალური რესურსების მართვის სამსახურის უფროსს.