ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასალის ქ. 9, თბილისი, ს/ი 0105, საქართველო

|

+ 0322439353

|

info@eastwestuni.ge

კონკურსი აკადემიურ თანამდებობებზე

აღმოსავლეთ-დასავლეთ სასწავლო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს მედიცინის სკოლის ქართულენოვან პროგრამაზე შინაგანი მედიცინის მიმართულებით ასოცირებული პროფესორის 1 საშტატო ერთეულზე და ქართულენოვან და ინგლისურენოვან პროგრამებზე გასტროენტეროლოგია-ჰეპატოლოგიის მიმართულებით ასოცირებული პროფესორის 1 საშტატო ერთეულზე.

კონკურსი უნდა შეესაბამებოდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:
ა) უნივერსიტეტის მიერ შემუშავებული ანკეტა (შევსებული);
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ოთხი ფოტოსურათი 3X4;
დ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) შესაბამისი სამეცნიერო ან დოქტორის აკადემიური ხარისხის ან მასთან გათანაბრებული ხარისხის დამადასტურებელი საბუთების ასლი; (უცხოეთში მიღებული აკადემიური ხარისხის შემთხვევაში, კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული, უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი);
ვ) ერთი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც კანდიდატის აზრით საუკეთესოდ წარმოაჩენს მის კვლევით უნარს;
ზ) ერთი სასწავლო კურსის სასწავლო გეგმა (სილაბუსი);
თ) ცნობა არანაკლებ სამწლიანი სამეცნიერო პედაგოგიური გამოცდილების შესახებ (პროფესიული ნიშნით თანამდებობის დაკავების შემთხვევაში ამ დოკუმენტის ნაცვლად შესაძლებელია წარმოდგენილ იქნას შესაბამის დარგში არანაკლებ 3 წლის მუშაობის პრაქტიკული გამოცდილების არსებობის დამადასტურებელი ცნობა);
ი) ლექციების ინგლისურ ენაზე წაკითხვის გამოცდილების არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ ინგლისურენოვანი პროგრამის ასოცირებული პროფესორობის კანდიდატებისათვის);
კ) სახელმწიფო სერტიფიკატები ნებადართულ კლინიკურ სპეციალობებში - საკონკურსო თანამდებობის შესაბამისად;

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია შესაბამისი აკადემიური ხარისხის მქონე პირს, კერძოდ: პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატს უნდა ჰქონდეს მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ან დოქტორის აკადემიური ხარისხი;

კონკურსში მონაწილე კანდიდატთა პირადი მონაცემების შეფასება მოხდება უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მიერ შექმნილი საკონკურსო კომისიის მიერ. გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში მიღებულ უნდა იქნას შემდეგი ძირითადი კრიტერიუმები:
ა) კანდიდატის უნარი, მეცნიერების თანამედროვე მოთხოვნების საფუძველზე ასწავლოს კურსები შესაბამის სპეციალობაში;
ბ) პედაგოგიური მოღვაწეობის გამოცდილება;
გ) სამეცნიერო პუბლიკაციების რაოდენობა და ხარისხი (განსაკუთრებით ბოლო ათი წლის განმავლობაში).

საკონკურსო განცხადებების მიღება იწარმოებს აღმოსავლეთ-დასავლეთ სასწავლო უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვისა და საქმის წარმოების სამსახურში, მისამართზე: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასალის ქუჩა #9, 2019 წლის 15 აპრილიდან 22 აპრილის ჩათვლით.

კონკურსის შედეგები გამოცხადდება არაუგვიანეს 2019 წლის 1 მაისისა.

საბუთები უნდა იყოს წარმოდგენილი აგრეთვე ელექტრონული ფორმით, DVD-დისკზე ჩაწერილი სახით.

საკონკურსო საბუთები კონკურსანტებს უკან არ უბრუნდებათ.

კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად (საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსანტთა დოკუმენტაციის შესწავლა, პირველადი შეფასება, დოკუმენტაციის შედეგად შერჩეული კონკურსანტებთან გასაუბრება და შეჯერება – გადაწყვეტილების მიღება) 2019 წლის 23 აპრილიდან 30 აპრილამდე.